კარგად გარეცხეთ ლიმონი, გაჭერით შუაზე და ხელით გამოწურეთ წვენი. პატარა ღრმა ჭურჭელში ჩაასხით ლიმონის წვენი და დაუმატეთ ღვინის ძმარი. ჩაყარეთ ცოტაოდენი მარილი და შავი პილპილი, შემდეგ კი ორეგანო ან პროვანსის სუნელები. ხელის სათქვეფის დახმარებით აურიეთ, თანდათან ჩაასხით ზეითუნის ზეთი. აურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან, არომატულ მასას არ მიიღებთ.