შეურიეთ კვერცხი და შაქარი. დაამატეთ რძე და აურიეთ. დაუმატეთ კაკაო და ფქვილი. ურიეთ კარგად, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა. ბოლოს დაამატეთ ცოტა ზეთი და ვანილი. ცომი დაასვენეთ. გამოაცხვეთ ბლინები ტაფაზე ორივე მხრიდან. აურიეთ ერთმანეთში კრემ-ყველი (ვიდეოში გამოყენებულია „პრეზიდენტის“ არაშენი), შაქრის პუდრი, ვანილი და გახეხილი ლიმონის ცედრა. გამომცხვარი და გაგრილებული ბლინები დაალაგეთ ფენებად: ბლინი, კრემი, ჟოლო, შემდეგ კვლავ ბლინი და ასე შემდეგ. ფორმაში ჩადების შემდეგ, გადააფარეთ საკვები ცელოფანი და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით. ბოლო ეტაპზე, მოასხით გამღვალი შოკოლადი, მოაყარეთ კაკაო და გააფორმეთ ჟოლოთი. უკეთესია თუ მოამზადებთ ბლინების ტაფაზე ან გამოიყენეთ თხელ ძირიანი ტაფა, მე გამომივიდა 30-40 ცალამდე,გააჩნია რაზომისაა ტაფა,გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე,თუ ფქვილი კარგად არ გაიხსნება გადაწურეთ აუცილებლად და შემდეგ გამოაცხვეთ. შოკოლადი და რძე გაალღვეთ მიკროტალღურში,გააგრილეთ და შემდეგ მოასხით,ასევე მოაყარეთ კაკაო და გემრიელად მიირთვით.