არც კანს ვაცლი და არც ვჭრი — ყველაფერს გავატარებ, არც მარილს ვამატებ და არც მწვანილებს. როცა გავხსნი ზამთარში, მაშინ ვაყრი მარილს, მწვანილებს და წიწაკას. ასე შენახული უფრო მომწონს. პამიდორი კარგად გავრეცხოთ და დავყაროთ გობზე. წითელი ბულგარულიც გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და გავატაროთ. ხახვი დავარჩიოთ, სტაფილოც გავრეცხოთ და დავთალოთ. 1.5 ლიტრი ზეთი გავაცხელოთ. პირველ რიგში, ჩავყაროთ ხახვი და მოთუშვის შემდეგ დავამატოთ გატარებული სტაფილო. ცოტა ხანში დავამატოთ ბულგარული წიწაკა, ბოლოს კი — პამიდორი. ვადუღებთ მანამდე, სანამ მასა კარგად არ დაჯდება — მიხვდებით, როცა მწნილი ქვემოთ დაიწევს და წვენი ზემოთ მოადგება. მზა მასა ჩავასხათ ქილებში, მოვხუფოთ და შევფუთოთ ტილოებით 24 საათით.