მოვამზადოთ შაქრის მინანქარი - შაქრის პუდრი და წყალი ქვაბში შევათბოთ და ხის კოვზით ავლესოთ. თუ ზედმეტად თხელია, დავუმატოთ პუდრი. შაქრისა და კვერცხის ცილის მინანქარი - შაქრის პუდრი, ლიმონის წვენი და კვერცხის ცილა ავლესოთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. ცომის ინგრედიენტებით მოვზილოთ ელასტიური ცომი, გავაბრტყელოთ 0.5 სმ-ზე და გამოვაცხოთ ფირფიტების სახით. ქაღალდზე გამოვჭრათ სახლის ნაწილების შაბლონები, დავადოთ ჯერ კიდევ თბილ გამომცხვარ ფირფიტებს, და გამოვჭრათ კედლები, სახურავი, საკვამური და ა.შ. როცა გამოჭრილი ნაწილები შეგრილდება, მოვხატოთ და გავაშროთ. ნაწილების შესაერთებლად გამოვიყენოთ შაქრის მინანქარი. თოვლისათვის გამოვიყენოთ შაქრისა და კვერცხის ცილის მინანქარი.