თაფლაკვერის სახლი
თაფლაკვერის სახლი
დრო 300წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
თაფლაკვერის სახლის ისტორია იწყება ძმები გრიმების ცნობილი ზღაპრიდან, "ჰენზელი და გრეტელი". ზღაპარმა ისეთი ზეგავლენა მოახდინა, რომ ევროპაში შობა-ახალი წლისათვის თაფლაკვერის, ზოგიერთი დასახელებით კი ჯანჯაფილის სახლების გამოცხობა დამკვიდრდა. მალე ამ ტრადიციამ ამერიკაშიც გადაინაცვლა.

ინგრედიენტები

  • წყალი ან ლიმონის წვენი - 4 ს.კ
  • შაქრის პუდრი - 1 ჭიქა
  • მინანქრისთვის :
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • მიხაკი, დაფქული - 1/2 ჩ.კ
  • ჯანჯაფილი, დაფქული - 1 ჩ.კ
  • დარიჩინი - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 7.5 ჭიქა
  • კვერცხი - 3
  • კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 250 გ
  • თაფლი - 250 გ
  • ცომისთვის:
  • კვერცხის ცილის მინანქრისთვის:
  • კვერცხის ცილა - 1
  • შაქრის პუდრი - 1 ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
მოვამზადოთ შაქრის მინანქარი - შაქრის პუდრი და წყალი ქვაბში შევათბოთ და ხის კოვზით ავლესოთ. თუ ზედმეტად თხელია, დავუმატოთ პუდრი.
შაქრისა და კვერცხის ცილის მინანქარი - შაქრის პუდრი, ლიმონის წვენი და კვერცხის ცილა ავლესოთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება.

ცომის ინგრედიენტებით მოვზილოთ ელასტიური ცომი, გავაბრტყელოთ 0.5 სმ-ზე და გამოვაცხოთ ფირფიტების სახით.
ქაღალდზე გამოვჭრათ სახლის ნაწილების შაბლონები, დავადოთ ჯერ კიდევ თბილ გამომცხვარ ფირფიტებს, და გამოვჭრათ კედლები, სახურავი, საკვამური და ა.შ.

როცა გამოჭრილი ნაწილები შეგრილდება, მოვხატოთ და გავაშროთ. ნაწილების შესაერთებლად გამოვიყენოთ შაქრის მინანქარი. თოვლისათვის გამოვიყენოთ შაქრისა და კვერცხის ცილის მინანქარი.