აიღეთ 1კგ ფქვილი, 1/2 ჩ/კ მარილი, 300 მლ წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი, შემდეგ დავასვენებთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი. პიურე: 1კგ კარტოფილი, 1ც ხახვი, კარაქი ან თქვენთვის სასურველი ცხიმი, მარილი გემოვნებით, მაგრამ უნდა ჭარბობდეს, რადგან მარილის გემო იკარგება ხარშვის შემდეგ. ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში. შემდეგ მოამზადეთ ნიორ-წყალი. აიღეთ 5 კბილი ნიორი, 1/2 ჩ/კ მარილი, 150 მლ წყალი, ასევე უხდება გამდნარი კარაქი ან ერბო და შავი დაფქვილი წიწაკა სურვილისამებრ და აურიეთ ერთმანეთში. მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში