ბოსტნეული შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ, ყაბაყიც ძალიან უხდება, ყვავილოვანი კომბოსტო და ა.შ. ცხიმიან ტაფაზე შევწვათ ქათმის ხორცი, რომ დაიბრაწება ვუმატებთ ხახვს და სტაფილოს და ვთუშავთ 3-4წუთის მანძილზე. შემდეგ დავუმატებთ დანარჩენ ბოსტნეულს, სანელებლებს და გავაჩერებთ 2-3წთ ქურაზე. (თუ მეტად დარბილება გსურთ,გააჩერეთ 3-4წუთით მეტხანს, მე მიყვარს როცა ბოსტნეულს გემო და სტრუქტურა შენარჩუნებული აქვს), მარილი და პილპილი არ დაგავიწყდეთ და ბოლოს მოაწურეთ ჯინჯერის წვენი. დაასერვირეთ ბრინჯთან ერთად, მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და მიირთვით.