ქათმის ფილე დავჭრათ თხლად და დავბეგვოთ. მოვაყაროთ სუნელები, გახეხილი ყველი. გადავახვიოთ რულეტის მსგავსად და მოვათავსოთ საცხობ ფორმაში. ზემოდან მე წავუსვი ნივრიანი სოუსი, შეგიძლიათ უბრალოდ მაიონეზი გამოიყენოთ. ზემოდანაც მოვაყარე დარჩენილი ყველი და შევდგი ღუმელში 200 გრადუსზე. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით სასურველ გარნირთან ერთად!