ღორის ხორცი მუხუდოთი
ღორის ხორცი მუხუდოთი
დრო 180წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • მარილი
  • ნივრის კბილი - 3
  • კურკუმა - 1/2 ჩ.კ
  • ყვითელი ყვავილი - 1 ჩ.კ
  • ძირა - 1 ჩ.კ
  • ხახვი - 5 თავი
  • სტაფილო - 2
  • მუხუდო - 1.5 ჭიქა
  • ღორის რბილი ხორცი - 1.2 კგ
  • ზეთი
  • ქინძი - 1 კონა
მომზადების წესები
მუხუდო 2 საათით წყალში ჩავყაროთ, შემდეგ კი დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ.

ღორის ხორცი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი დავასხათ 1 ჭიქა წყალი და დავდგათ ცეცხლზე. ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ დაკეპილი ნიორი, სანელებლები, გახეხილი სტაფილო და ცოტა ხანს კიდევ ვშუშოთ. ხორცი რომ დარბილდება და წყალი დააშრება, მოვბრაწოთ ზეთში, დავამატოთ მოშუშული ხახვი, მოხარშული მუხუდო, დაჭრილი ქინძი, მოვაყენოთ მდუღარე წყალი და დავდგათ ნელ ცეცხლზე 40-50 წუთით. გემოვნებით დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

მუხუდო შეგვიძლია მთელი ღამით დავალბოთ წყალში, დილით გადავწუროთ და უფრო მალე მოიხარშება.


ტეგები:
ხორცი ღორის ხორცი მუხუდო ნანახია: 4139