ქათმის ბარკლებს მოვაყაროთ მარილი და დავუმატოთ აჯიკა. შევწვათ კარაქსა და ზეთში სრულ მომზადებამდე.ცალკე მოვთუშოთ ხახვი, დავუმატოთ ნიორი და სოკო. ისიც რომ მოითუშება დავამატოთ ნაღები, მარილი და წიწაკა გემოვნებით. თუ ძალიან სქელია გავათხელოთ თბილი წყლით. ჩავაწყოთ შემწვარი ქათამი, მოვაყაროთ ქინძი და გემრიელად მივირთვათ.