გავრეცხოთ, გავთალოთ და თესლისგან გავწმინდოთ ბოსტნეული. გავატაროთ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი,ოდნავ რომ შეთბება ზეთი დავუმატოთ ტომატის პასტა, 2-3 წუთში ჩავუშვათ გატარებული ბოსტნეული. კარგად მოვურიოთ.როგორც კი წამოდუღდება დავუმატოთ ხმელი სუნელი და მარილი. მარილი ჯერ 3 სკ გაუკეთეთ, შემდეგ გაუსინჯეთ გემო თუ დააკლდა დაამატეთ. კარგად აურიეთ, როგორც კი წამოდუღდება ძმარი და 1-2 წუთში,ჩაასხით ცხლადვე ქილებში და მოხუფეთ. ქილები უბრალოდ გარეცხეთ სტერილიზაცია არ ჭირდება. გემრიელად მიირთვით!