შინდი ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. როგორც კი წამოდუღდება, გადავწუროთ და მიღებული წვენი შევინახოთ. მოხარშული შინდი გავხეხოთ სახეხზე. დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვშუშოთ კარაქში, შემდეგ დავამატოთ გახეხილ შინდს. ჩავაყაროთ დაჭრილი პიტნა, მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა და ფქვილი, რომელიც შინდის ნახარშის წვენშია გახსნილი. ბოლოს ჩავასხათ წითელი ღვინო და წამოვადუღოთ. მჭადის მომზადების წესი 500 გრ სიმინდის ფქვილი, მოხარშული სიმინდის მარცვალი, გოგრის გული, მარილი, ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ, ფორმა მივცეთ და დავბრაწოთ ზეთში.