ღვიძლი ქონდრით და პამიდვრით
ღვიძლი ქონდრით და პამიდვრით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქინძი და რეჰანი - 1 კონა
  • ტომატ-პასტა - 2 ს.კ
  • ხახვი - 5 თავი
  • ხმელი ქონდარი - 2 ჩ.კ
  • დაჭრილი ბადექონი - 2 ს.კ
  • საქონლის ან ღორის ღვიძლი - 400 გ
  • მწვანე, მწარე წიწაკა
  • მარილი
მომზადების წესები
ღვიძლი დავჭრათ და ბადექონთან ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 0,5 ჭიქა წყალი, დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ.
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, დავყაროთ გახურებულ ტაფაზე ზეთში და ვშუშოთ, სანამ არ დარბილდება, მოვაყაროთ ქონდარი და მარილი. ღვიძლი რომ დარბილდება, ჩავამატოთ მოშუშული ხახვი, წყალში გახსნილი დაჭრილი წიწაკა, ნიორი, ტომატ-პასტა და გავაგრძელოთ მზადება. როდესაც კერძი მომზადდება, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.



ტეგები:
ნანახია: 47835