უმჯობესია შეარჩიოთ უწიპწო ყურძენი. წყლისგან და შაქრისგან მოვადუღოთ სიროფი. როცა ადუღდება დავამატოთ ლიმონის წვენი და მზა ყურძნის მარცვლები. ვხარშოთ ადუღებიდან 5 წუთი და შემდეგ გადმოვდგათ. დავტოვოთ დილამდე. დილით ისევ შევდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ ადუღებიდან 5 წუთი. გადმოვდგათ და დავტოვოთ შეგრილებამდე. შემდეგ ისევ შევდგათ და ვხარშოთ გამზადებამდე. ასე მომზადებული ყურძნის მურაბა ინარჩუნებს ფორმას. უკარგესია, კარგად გამოიყენებთ ყველა დესერტში. ჩემი ყურძენიც უწიპწო იყო საოცრება გამოდის.