კაკაოანი კექსი მსხლით
კაკაოანი კექსი მსხლით
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ზეთი ან გამდნარი კარაქი/მარგარინი - 100 გ
  • კაკაო - 3-4 ს.კ
  • კვერცხი - 2
  • არაჟანი ან მაწონი/არაჟანი 50/50 - 300 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • მსხალი - 4
  • შაქარი - 270 გ
  • მარილი - მწიკვი
  • ვისკი ან კონიაკი - 5 ს.კ
მომზადების წესები
მსხალი გავთალოთ, ამოვაცალოთ გული და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. დავასხათ კონიაკი და ვაცალოთ რომ კარგად გაიჟღინთოს, დაახლოებით 40-60 წთ. პერიოდულად ამოვურიოთ, რათა ალკოჰოლი ყველგან კარგად მოხვდეს.
2 კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, შევურიოთ არაჟანი. დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები: კაკაო, ფქვილი და სოდა. შემდეგ შევათქვიფოთ ცხიმი, რომ ერთგვაროვანი კრემისებური ცომი მივიღოთ. ბოლოს ვამატებთ მარილს და მსხალს კონიაკიანად. საბოლოო ცომი არის თხელი, ერთგვაროვანი და კრემის კონსისტენციის.ზ, ,
ღუმელის ტაფაზე (ზომით 36/36-ზე) მოვუსვათ ცხიმი და დავასხათ ცომი. შევეცადოთ, რომ მსხლის ნაჭრები ყველგან გადანაწილდეს. შევდგათ 180-200 გრადუსზე და ვაცხოთ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში. მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით.

საბოლოოდ, მივიღებთ ძალიან ფაფუკ, ნაზ ნამცხვარს. მივირთვათ გაციზმ,ზა, ვებული. თუ კექსს სხვაგვარ ფორმაში გამოვაცხობთ, ცხობის დრო შეიცვლება ნამცხვრის მმ, ისქის მიხედვით.

ტეგები:
კექსი კაკაო არაჟანი მსხალი ნანახია: 7464