თხლად დაჭრილ ხახვს ლიმონის წვენი დავასხათ და დავტოვოთ 10 წუთი. შემდეგ დავამატოთ მარილი, პილპილი, ჩილი, ოხრახუში და კარგად ავურიოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ცოტა ზეთი და ორაგული შევწვათ ჯერ კანის მხრიდან, შემდეგ ზემოდან. ამოვიღოთ თეფშზე და იმავე ტაფაში ჩავამატოთ დარჩენილი ზეთი, ნიორი და არაყი. ავადუღოთ, სანამ სითხე განახევრდება. მოვასხათ ორაგულს და მივიტანოთ სუფრაზე ოხრახუშთან ერთად.