ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხს და შაქარს ვთქვიფავთ გათეთრებამდე, ვამატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს. ცხვება ძალიან მალე - 10-15 წუთში 180 გრადუსზე. ნიგოზი გემოვნებით, მე ბისკვიტშიც ვუქენი ერთი ჭიქა დაფქული ნიგოზი და შემდეგ წვრილად დაჭრილი კრემზეც მოვაყარე. არის კარამელივით საღეჭი სტრუქტურა. მოვრთე შერეული კრემით - ვანილისა და ყავის არომატებით და მოვაყარე გახეხილი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!