ფორთოხლის კანით, ანუ - ქერქით მოვამზადე მურაბა. რბილობი დავაბლენდერე (შეგიძლიათ ისეც დაჭყლიტოთ, რომ წვენი გამოუვიდეს), შემდეგ გავატარე საცერში (საწურ ბადეში) და მხოლოდ წვენს ვუქენი - 100 გრ შაქარი და ცოტა ვანილი. წამოვადუღე 3-4 წუთი და გამოვრთე. ამ ცხელშივე ჩავამატე 2 შეკვრა ფორთოხლის ჟელატინი და კარგად მოვურიე, რომ კრისტალები არ დარჩენილიყო. უნდა მოვათავსოთ შუშის ან სილიკონი ფორმაში, გაგრილდეს და შევდგათ მაცივარში, ასე 5-6 საათით მაინც (ოღონდ საყინულეში არა). მე რამდენიმე დღე სარდაფშიც გავაჩერე უბრალოდ გრილ ადგილას, თუ ძალიან არ გეჩქარებათ, უკეთესია რომ გამოშრეს. ყველას მისი გემოვნებით შეუძლია დაჭრას და ფორმა მისცეს. მე ამ შემთხვევაში უბრალოდ ქადების საჭრელით დავჭერი. აი საწურის ბადეზე დარჩენილ ფაფას კი ცალკე დავუმატე 200 გრამამდე შაქარი და წამოვადუღე. 5 წუთის შემდეგ დავუმატე ცოტა ვანილი, ცოტა ლიმონის წვენი და მწიკვი ლიმონმჟავა. უგემრიელესი ფორთოხლის ჯემი გამოვიდა.