რბილი კარაქი გავაერთიანოთ შაქრის ფხვნილთან კრემოვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ კვერცხი, ვანილი და მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ცალკე ერთმანეთს შევურიოთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. ეტაპობრივად ჩავაცრათ ცომში. გავაკეთოთ ბურთები, როგორც ვიდეოშია, მოვათავსოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ლანგარზე და ხელით ოდნავ დავპრესოთ. მოვრთოთ სასურველი თხილეულით, მე ასევე ნუშის ფანტელიც დავამატე. ვაცხობთ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 12-15 წუთი. გავაგრილოთ ბოლომდე (თუ გავუძელით არომატის ცდუნებად ), მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და მივირთვათ სიამოვნებით.