ბადრიჯანს ამოვაჭრათ წინა ნაწილი, მოვაყაროთ ცოტა მარილი და შევდგათ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 30 წუთით. ამოჭრილი ბადრიჯნის გულები დავჭრათ პატარა კუბიკებად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა პომიდორი, ნიორი, მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში. მოშუშული მასა გადმოვდგათ ცეცხლიდან და შეურიოთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ფეტა, წვრილად დაჭრილი მწვანილები, მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი გემოვნებით, აურიოთ ეს ყველაფერი კარგად. გამოვიღოთ ბადრიჯანი და ამ შიგთავსით ამოვავსოთ და ისევ შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 10 წუთით.