ლიმონს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ. ხორცის ნაჭერს შევაზილოთ მარილი, პილპილი, ზეთი და ლიმონის ცედრა, მოვასხათ ლიმონის წვენი. ზედ დავაწყოთ ბეგქონ-დარას ტოტები. ხორცი 30 წთ გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მოვათავსოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. ტემპერატურას დავუწიოთ 180-160 გრა-დუსამდე და შევწვათ მანამ, სანამ კარგად არ დარბილდება. დაახლოებით 40-45 წუთში ხორცი მზად იქნება, გამოვიღოთ, შევახვიოთ ფოლგაში და დავასვენოთ 30 წუთი, მხო-ლოდ ამის შემდეგ დავჭრათ.