გახეხილ ვაშლს დაუმატეთ შაქარი და კარგად გადაურიეთ. კვერცხს დავუმატოთ მწიკვი მარილი, გავთქვიფოთ და შუა პროცესში დავუმატოთ შაქარი. შემდეგ ისევ უნდა გავთქვიფოთ სანამ მასა არ გასამმაგდება და არ გათეთრდება კარგად. შემდეგ დავუმატოთ რძე, ვანილი, დავაცრათ ფქვილი და ასევე გამაფხვიერებელი. შემდეგ გადაურიეთ ერთი მიმართულებით და როდესაც სრულად გაიხსნება, გამოსაცხობ ქაღალდზე გადაანაწილეთ ვაშლის მასა, ზემოდან კი მოასხით ცომი, კარგად მოუსწორეთ ზედაპირი და გადაიტანეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე,ზედა-ქვედა წვაზე 20-25 წუთით,სრულ შეოქროსფერებამდე, შემდეგ დაგმოატრიალეთ ტილოს დახმარებით მეორე მხარეს და ცხელივე გადაახვიეთ,მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით.