სამარხვო ნამცხვარი თაფლით
სამარხვო ნამცხვარი თაფლით
დრო 40წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 10 ს.კ
  • ზეთი - 10 ს.კ
  • თაფლი - 10 ს.კ (ან მურაბის წვენთან რთად 50/50)
  • შაქარი - 10 ს.კ
  • ფქვილი - 300-350 გ
  • სოდა - 1.5 ჩ.კ
  • მარილი
  • ვანილი
მომზადების წესები
თასში მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი ფქვილის გარდა და ავურიოთ. დავიწყოთ ფქვილის ნელ-ნელა შერევა - ცომი უნდა დარჩეს რბილი, მაგრამ ამავდროულად შევძლოთ ფქვილიანი ხელებით პატარა ბურთების გაკეთება. ოდნავ დავაბრტყელოთ და დავალაგოთ ფქვილმოყრილ ფორმაზე. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სანამ შეოქროსფერდება.
პ.ს. ამ ნამცხვრების გაკეთება მხოლოდ მურაბის წვენითაც შეიძლება, მაგრამ ისეთი არომატული და რბილი აღარ გამოდის, როგორიც თაფლიანი. შეგიძლიათ ნებისმიერი მურაბის გამოყენება,იქნება ეს ლეღვის, გარგრის, ბლის და სხვ.


ტეგები:
სამარხვო ნამცხვარი თაფლი ნანახია: 45076