სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ ალუბალი შაქართან ერთად და წამოვადუღოთ. რომ წამოდუღდება, დავუმატოთ სიმინდის სახამებელი და განუწყვეტლივ ვურიოთ შესქელებამდე. ცომი დავყოთ 6 ტოლ მართკუთხედად. ცოტა გავაბრტყელოთ და ერთ ნახევარს გავუკეთოთ ლამაზი ჭრილი, როგორც ვიდეოშია. მეორე ნახევარზე კი მოვათავსოთ ჩვენი ალუბალი და ზემოდან გადავაფაროთ ჭრილიანი ნაწილი. კარგად შემოვუკეცოთ კიდეები. ზედმეტები ჩამოვაჭრათ. გადავუსვათ ზემოდან კვერცხის გული და ვაცხოთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ლანგარზე 180 გრადუსზე 15-20 წუთი.