დედალი მოვხარშოთ, ხახვი კი დედლის ცხიმში ჩავშუშოთ , შემდეგ დავუმატოთ მოხარშული ხორცი, როგორც კი დაიბრაწება ხორცი დავუმატოთ პამიდვრის წვენი. ნიორი ჩავნაყოთ სუნელებთან ერთად, დავუმატოთგატარებულ ნიგოზს და გავათხელოთ დედლით ნახარშით. ჩავუშვათ ქვაბში, დავუმატოთ დარჩენილი ბულიონი ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე სანამ ცხიმს არ მოიყენებს თავზე. შევაზავოთ მარილით და წიწაკით. გათიშვამდე 2-3 წუთით ადრე დავუმატოთ ნედლი ქინძი. გემრიელად მიირთვით!