გავწმინდე ხამსა, გნებავთ მოაშორეთ თავი და შიდა ნაწილები. გავრეცხე და კარგად გავაშრე ქაღალდის ხელსახოცით. მოვაყარე მარილი და ამოვავლე მჭადის ფქვილში (შეგიძლია დაამატო ცოტა წიწაკაც). გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და შეწვით ხამსა ორივე მხრიდან — თითო მხარე 2–3 წუთი, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება. მოასხით ლიმონის წვენი და მიირთვით გემრიელად, ასევე უხდება ტყემალი.