ბადრიჯანი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 2 საათი. შემდეგ გავავლოთ გამდინარე წყალში კარგად და ფრთხილად გავწუროთ. ბადრიჯანი შევწვათ, შეწვის დროს ბადრიჯანი მოვაწყოთ სამზარეულოს ქაღალდზე, რომ ცხიმი შეიწოვოს. ცალკე მოვშუშოთ ხორცი. ასევე მოვშუშოთ ხახვი და ბულგარული წიწაკა და ეს ყველაფერი აურიოთ ერთმანეთში დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. შემწვარი ბადრიჯანი მოვაწყოთ ფორმაში ,როგორც სურათზეა ნაჩვენები . მოვათავსოთ ზედ ოთახის ტემპერატურაზე გაცივებული ქათმის ხორცი და თავზე მოვაყაროთ ხელით დაფშხვნილი ფეტა და მსხვილ სახეხზე გახეხილი სულგუნი. გადმოვკეცოთ ბადრიჯნის დარჩენილი ნაწილები როგორც სურათზეა ნაჩვენები და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე 35 წუთით. გამზადებული ბადრიჯანი გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე, ფორმიდან რომ ადვილად გადმოვიდეს.