მოვამზადოთ ბოსტნეული, გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ. ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი 2,5 ლ. დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, ოსპი, მარილი და კურკუმა. ვხარშოთ ბოსტნეულის სრულ დარბილებამდე. ბოლოს ვუმატებთ პიტნას. მასა დავაბლენდეროთ, რამდენიმე წუთი იდუღოს და წვნიანიც მზად არის. მოვაყაროთ წითელი დაღერღილი წიწაკა, ან მოვასხათ ლიმონის წვენი გემრიელად მიირთვით.