ერთმანეთს შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები - ფქვილი, საფუარი, მარილი, შაქარი. დავამატოთ კვერცხი, თბილი წყალი, დარბილებული კარაქი და მოვზილოთ ცომი.დავდგათ სითბოში გასაფუებლად, კარგი იქნება თუ ერთხელ ამოფუებულს გადავზელთ და ხელმეორედ ავაფუებთ.აფუებული ცომი გადმოვიღოთ სამუშაო დაფაზე. გავაკეთოთ პატარა ბურთები, გავაბრტყელოთ და გულში ჩავუდოთ შესქელებული რძე, თითო ჩაის კოვზი. შევწვათ კარგად გაცხელებულ ზეთში, საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან. დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.თუ დიდი რაოდენობით ფუნთუშებს წვავთ, უმჯობესი იქნება, თუ ფქვილის ნაცვლად ცომთან მუშაობისას ზეთს გამოვიყენებთ, ხელებსაც ზეთში დავისველებთ, ამ შემთხვევაში შესაწვავი ზეთის ხარისხი დამწვარი ფქვილით აღარ გაფუჭდება.