ბოსტნეული დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. ქილაში ლამაზად, მონაცვლეობით ჩავალაგოთ ფენებად: ბოსტნეული + პილპილის მარცვლები + დაფნის ფოთოლი + დაღერღილი წიწაკა + მარილი + ძმარი + ლიმონმჟავა + მწვანილი, ბოლოს მოვათავსოთ დაჭრილი ლიმონი და ნიორი – არომატები გარანტირებულია! ქილა ბოლომდე შევავსოთ გაცივებული გადადუღებული წყლით, დავახუროთ თავსახური (არა ჰერმეტულად!) და დავდგათ თბილ ადგილას (სამზარეულოში ან აივანზე, თუ თბილა). 5-6 დღეში – მზადაა! მეხუთე დღეს უკვე შეგიძლიათ გასინჯოთ – სიმჟავე იდეალურია, ხრაშუნაა და ფერი ზღაპრული!