მაწონში გავხსნათ სოდა, რომ გააქტიურდება დავამატოთ მარილი და ფქვილი. მოვზილოთ რბილი, ნაზი ცომი და გავყოთ ოთხ ნაწილად. გავაბრტყელოთ თითოეული ნაწილი და ჩავდოთ გახეხილი ყველის გულსართი. მივცეთ ფორმა და ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე, ორივე მხრიდან გაოქროსფერებამდე. ბოლოს გადავუსვათ ნაღების კარაქი!