ჯანჯაფილი გავრეცხოთ, გავფხიკოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვათავსოთ ქვაბში. დავამატოთ შაქარი და წყალი, წამოვადუღოთ. ვადუღოთ დაახლ. 1 სთ დაბალ ცეცხლზე, სანამ 2/3-ზე არ დადგება სითხე. გავაციოთ და გავწუროთ. დარჩენილი ჯანჯაფილის ნაჭრები დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ან ფოლგადაფენილ დაფაზე და გავაშროთ ჰაერზე. შეგვიძლია შაქარშიც ამოვავლოთ. სიროფის გამოყენება შეიძლება ჩაიში, ლიმონათში (გავაზავებთ წყლით, დავამატებთ ლიმონს, პიტნას და ა.შ.) კოქტეილებში. ხოლო ჩირი ძალიან უხდება კექსებსა და სხვადასხვა სახის ხრაშუნა ნამცხვრებს, სადაც საერთოდ ჩირეული გამოიყენება