კარაქი,შაქარი და თაფლი გავადნოთ ერთად. შემდეგ რომ წამოდუღდება დავუმატოთ სოდა და ვურიოთ განუწყვეტლივ, დავამატოთ სანელებლები და გავაგრილოთ. მასა გადავიტანოთ გაცრილ ფქვილში და დავუმატოთ კვერცხი. შემდეგ მოვზილოთ ცომი, უნდა იყოს რბილი და არ გვეკვრებოდეს ხელზე, დავაყოვნოთ მაცივარში დაახლოებით 1 სთ. ამის შემდეგ გავაბრტყელოთ ცოლი და ამოვჭრათ სასურველი ფორმები. ვაცხოთ 170-180⁰ ზე 10 წთ. გავაგრილოთ მოვრთოთ სურვილისამებრ და მივირთვათ გემრიელად!