შოკოლადის და ფორთოხლის კრემი
შოკოლადის და ფორთოხლის კრემი
დრო 30წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სახამებელი - 6 ჩ.კ
  • რძე - 1 ლ
  • შაქარი - 1.5 ჭ
  • ფორთოხლის ცედრა - 2 ს.კ
  • თეთრი შოკოლადი - 80 გ
  • შავი შოკოლადი - 80 გ
  • კვერცხის გული - 6
  • ქიშმიში
მომზადების წესები
რძეში ავურიოთ შაქარი, სახამებელი, კვერცხის გულები, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, თან ვუიროთ. როდესაც წამოდუღდება და შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ორად გავყოთ. ერთ ნაწილს შევურიოთ გახეხილი თეთრი და შავი შოკოლადი და ვურიოთ, სანამ ბოლომდე არ შეერევა. მეორე ნაწილში ავურიო ფორთოხლის ცედრა. კრემი ქიშმიშთან ერთად ფენა-ფენა მოვათავსოთ ჭიქებში ან სასურველ ფორმებში და მოვრთოთ ნუშით, შემდეგ კი შევდგათ მაცივარში, რომ გაცივდეს