კარტოფილი საშუალო ზომის კუბებად დავჭრათ. მსხვილად დავჭრათ კომბოსტო, ხახვი და მწვანილი. ყველა ინგრედიეტი ერთმანეთში ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათ ერთმანეთში არეული ზეთი და ძმარი. მივირთვათ მომზადებისთანავე.ეს გემრიელი სალათა შეგვიძლია მოვამზადოთ არა მხოლოდ პეკინური, არამედ კომბოსტოს სხვა სახეობითაც. ამისთვის კი კომბოსტოს რბილი და ნაზი ფოთლები გამოვიყენოთ. შეგვიძლია ასევე ჩავანაცვლოთ სალათის ფოთლებითაც.