დავაბლენდეროთ ორცხობილა, დავამატოთ კაკაო, გამდნარი კარაქი და ასევე რძე. შემდეგ კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ ფორმაში, კარგად დავტკეპნოთ, გვერდები ამოვიყვანოთ და შევინახოთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. შიგთავსის მოსამზადებლად კრემყველს დავამატოთ შაქარი, ნაღები, სიმინდის სახამებელი და კარგად გავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ კვერცხი ეტაპობრივად (მე სამ ეტაპად დავამატე) და სულ ბოლოს მიწისთხილის კარაქი დავამატე. შემდეგ კარგად გადავურიოთ და გადავიტანოთ ფორმაში. აუცილებლად მოვუსწოროთ ზედაპირი და გავუშვათ წინასწარ გახურებულ ღუმელში. ქვემოთ ლანგარზე კი დავასხათ ადუღებული წყალი და გამოვაცხოთ. ვაცხობთ მხოლოდ ქვედა კონვექციით 130 გრადუსზე 90 წუთით, შემდეგ გააგრლეთ და გადაიტანეთ მაცივარში მთელი ღამით. კარამელისთვის სქელ ძირიან ტაფაზე დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ შაქარი, არ გადაურიოთ სანამ სრულად არ გადნება. შემდეგ აუწიეთ გაზს და დაამატეთ ნაღები, თავიდან გამაგრდება თუმცა ურიეთ განუწყვეტლივ და გაიხსნება ნაღებში, დაამატეთ მიწისთხილი და გადმოიტანეთ ჭურჭელში. შემდეგ გააგრილეთ და მოასხით ჩიზქეიქს. მე გამოვიყენე 18 სანტიმეტრიანი ფორმა, გემრიელად მიირთვით!