ნიგოზი მოვხალე, თაფლი მივიყვანე ადუღებამდე და თან განუწყვეტლივ ვურევდი. პროცესი გავიმეორე 3-4 ჯერ, ჩავყარე შაქარი, მეოთხე წამოდუღებაზე და ბოლოს დაჭრილი ნიგოზი დავამატე. გადმოვიტანე სველ დაფაზე და გავაბრტყელე, რომ გაცივდა დავჭერი, უგემრიელესია! გოზინაყს რომ მოამზადებთ, შეგიძლიათ გაანაწილოთ ვაფლის ფირფიტაზე, საუკეთესოა!