შიგთავსის მომზადება: გარეცხილი და გასუფთავებული, დაჭრილი ქათმის ღვიძლი მოხარშეთ ან მცირე ზეთში მობრაწეთ ტაფაზე. ცალკე ტაფაზე მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, სანამ არ დარბილდება. მოხარშული ღვიძლი და მოთუშული ბოსტნეული ერთმაენთში აურიეთ და დაუმატეთ მარილი, პილპილი და ქონდარი. ფორმირება: გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი მართკუთხედის ფორმაზე. დანით დასერეთ ცომის ნახევარი ზედა ნაწილი. ცომის შუა ნაწილში სიგრძეზე დადეთ ღვიძლის მასა, ზემოდან კი მოაყარეთ გახეხილი სულგუნი. გადაახვიეთ რულეტივით და შეაერთეთ ბოლოები ისე, რომ რგოლის (გვირგვინის) ფორმა მიიღოთ. ზედაპირი (როგორც ფოტოზეა), რათა ლამაზი ფორმა მიიღოს. გამოცხობა: ერთმანეთში აურიეთ კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი არაჟანი. გადაუსვით ღვეზელს ზემოდან.მოაყარეთ სეზამის მარცვლები.შედგით 200°C-ზე გახურებულ ღუმელში, 25 წუთით. რჩევა: სუფრაზე მიტანის წინ მორთეთ კამითა და ბროწეულის მარცვლებით, ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა – ეს კერძს საახალწლო იერს შესძენს.