თევზის წვნიანი
თევზის წვნიანი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 1
  • პილპილის მარცვლები - 6
  • დაფნის ფოთოლი - 1
  • წყალი - 2 ლ
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • კარაქი - 50 გ
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • პამიდორი - 2-3
  • თევზი - 800 გ
  • ნაღები ან არაჟანი - 100 გ
  • ნიორი - 1 კბილი
  • მარილი და პილპილი
  • ლიმონის წვენი
მომზადების წესები
თევზი დავჭრათ, მოვათავსოთ ცივ წყალში და როდესაც ადუღდება, დავახუროთ სახურავი. 15 წუთი ვადუღოთ. ჩავუმატოთ გაფცქვნილი შუაზე გაჭრილი ხახვი და ოხრახუშის ძირები (ფოთლები შევინახოთ) და კიდევ 10-15 წუთი ვხარშოთ, სანამ თევზი არ მოიხარშება. თევზი ამოვიღოთ, ბულიონი კი გადავწუროთ და კვლავ ქვაბში ჩავაბრუნოთ და დავდგათ ცეცხლზე.
თევზს გამოვაცალოთ ფხები და ჩავაბრუნოთ ქვაბში. პამიდორს გავაცალოთ კანი და გავაკეთოთ პიურე, შევურიოთ ტომატპასტა. ცხიმი გავადნოთ ტაფაზე და დავუმატოთ ფქვილი. 2 წუთში დავასხათ 2 ს.კ. ბულიონი შემდეგ კი პამიდვრის მასა და კარგად ავურიოთ. პამიდორი ოდნავ ფერს შეიცვლის. ბულიონში მოვათავსოთ მოშუშული პამიდორი, დაჭყლეტილი ნიორი, ნაღები, მარილი და წიწაკა. კარგად ავურიოთ და ავადუღოთ. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები. წვნიანი სუფრაზე ლიმონის წვენთან ერთად მივიტანოთ.

თევზის წვნიანს ძალიან უხდება ცხიმში შებრაწული პური. შეწვისას შეგვიძლია დავუმატოთ ხმელი ქონდარი, ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნიორი, თავშავა ან სხვა ჩვენთვის სასურველი სანელებელი.



ტეგები:
თევზი ნაღები პამიდორი ნანახია: 9502