მაწონში გახსენით სოდა, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. დაფხვნილ ყველს შეურიეთ კვერცხი და ცილა (კვერცხის გული შეინახეთ თავზე გადასასმელად). გააბრტყელეთ გუნდა, მოათავსეთ ყველის გულსართი, ზემოდან დააწყოთ შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი და მიეცით ნახევარმთვარის ფორმა. ზემოდან გადაუსვით მაწვნისა და კვერცხის გულის ნაზავი. გამოაცხვეთ 250°C ტემპერატურაზე კარგად გადაბრაწვამდე.