მოზილეთ ერთიანი, რბილი და ერთგვაროვანი ცომი. გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 60-120 წუთით. სანამ ცომი ისვენებს, მოამზადეთ გულსართი (დაჭრილი ნიგოზი, შაქარი, ქიშმიში, ცილა და ვანილი). ისიც შედგით მაცივარში 30 წუთით. ცივი ცომი გაყავით 6 ტოლ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ წრიულად და დაჭერით 8 სამკუთხედად (ისე, როგორც პიცას ჭრით). თითოეულ სამკუთხედზე დადეთ გულსართი და გადაახვიეთ „სიგარეტისებურად“ (ფართო მხრიდან წვერისკენ). გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვის რეჟიმზე, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეოქროსფერდება.