ყვავილოვანი კომბოსტო ლორით და კვერცხით
ყვავილოვანი კომბოსტო ლორით და კვერცხით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქინძი
  • გახეხილი ყველი - 100 გ
  • კვერცხი - 5
  • ხახვი - 1
  • ლორი - 150 გ
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 1 თავი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ ყვავილედებად და 5 წუთის განმავლობაში გავთუთქოთ მდუღარე მარილწყალში. შემდეგ გადავწუროთ და შევაგრილოთ. ამასობაში წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ ხახვი. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ლორი, ყვავილოვანი კომბოსტოს ბურთულები და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვშუშოთ, თან ვურიოთ. თასში ავთქვიფოთ 5 კვერცხი, დავუმატოთ მარილი და მოვასხათ მოშუშულ ინგრედიენტებს. როდესაც კვერცხი შეიკვრება, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი, პილპილი და ტაფა 2-3 წუთის განმავლობაში თავდახურული დავტოვოთ ცეცხლზე. ბოლოს გადმოვდგათ ცეცხლიდან, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და მივიტანოთ სუფრაზე.