კვერცხს დაუმატეთ ზეთი, ასევე რძე (რძე და კვერცხი სასურველია იყოს ოთახის ტემპერატურის, რომ ცომი უფრო ჰაეროვანი გამოვიდეს), შაქარი, ფქვილი, კაკაო, გამაფხვირებელი და ვანილი. ყველაფერი კარგად გათქვიფეთ ერთმანეთში რომ ბოლომდე და კარგად გაიხსნას. შემდეგ მოუსწორეთ გვერდები. ვაცხობთ თავდახურულ მდგომარეობაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი, ცხელსვე ზემოდან გადაუსვით ნუტელა და მოაყარეთ ნიგოზი. სანამ გადმოდგამთ, ხის ჩხირით შეამოწმეთ ცენტრი – თუ ჩხირი მშრალი ამოვა, კექსი მზადაა. აუცილებლად გამოიყენეთ მიწვის საწინააღმდეგო (ტეფლონის) ტაფა და თავსახური, რომელსაც ორთქლის გამოსაშვები პატარა ნახვრეტი აქვს. თუ ასეთი ნახვრეტი არ აქვს, თავსახური პერიოდულად გაამშრალეთ კონდენსატისგან.