გახურებულ ქვაბში მოათავსეთ კარაქი და დაჭრილი ქათმის ხორცი. შუშეთ მანამ, სანამ ხორცი საკუთარ წვენს არ დაიშრობს. დაამატეთ სუნელები და წვრილად დაჭრილი ხახვი. შუშეთ ერთად, სანამ ხახვი ოქროსფერს არ მიიღებს. ჩაამატეთ დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი. აქვე მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და კარგად ამოურიეთ, რომ ფქვილი თანაბრად განაწილდეს და კოშტები არ წარმოიქმნას. დაასხით წყალი იმდენი, რომ მასა სრულად დაიფაროს. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ბოსტნეულის მომზადებამდე. როცა კარტოფილი მოიხარშება, დაამატეთ პომიდორი და დაჭრილი ბულგარული წიწაკა. ადუღეთ კიდევ 3-4 წუთი. ბოლოს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი. კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. რჩევა: კერძს მომზადების შემდეგ 10 წუთით დაახურეთ თავსახური, რომ არომატები უკეთ გაუჯდეს.