პირველ რიგში, მოამზადეთ სოუსის საფუძველი. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, ხოლო სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე. გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და მოთუშეთ ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება და ოქროსფერს არ მიიღებს. ბოსტნეულს დაუმატეთ 1 კგ საქონლის ფარში. კარგად აურიეთ და ეცადეთ ხორცი ხის კოვზით დაშალოთ, რომ კოშტები არ დარჩეს. შვრეთ მანამ, სანამ ხორცი ფერს არ შეიცვლის და წვენს არ დაიშრობს. აუცილებელია ღვინის დამატების დროს აუწიოთ მაღალზე რომ ალკოჰოლი ამოორთქლდეს,შემდეგკი ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშოთ 30-40 წუთი,ამ გრამაჟობით გამოგივათ 5-6 ადამიანი პორცია,გემრიელად მიირთვით.