გასუფთავებულ ორაგულს კარგად წაუსვით ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, პაპრიკა და მარილი. ეცადეთ, სანელებლები თევზს კარგად შეაზილოთ, რომ არომატები ღრმად შევიდეს. იმისათვის, რომ თევზი ფორმას არასოდეს მიეკრას, საცხობ ლანგარს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. გადაიტანეთ მომზადებული ორაგული ფორმაზე. შედგით 200°C-მდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ სრულ მზაობამდე (დაახლოებით 25-35 წუთი, თევზის სისქის მიხედვით). სანამ თევზი ცხვება, დაჭერით ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, ხახვი და ლიმონი. დაჭრილ ბოსტნეულს დაამატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი, პაპრიკა და ხმელი როზმარინი. კარგად აურიეთ. ბოსტნეული გამოაცხვეთ ღუმელში ცალკე ფორმით ან თევზის პარალელურად, სანამ კარტოფილი არ დარბილდება და ბოსტნეული არ დაიბრაწება. რადგან კარტოფილს უფრო მეტი დრო სჭირდება მოსამზადებლად, ვიდრე ბადრიჯანსა და ბულგარულს, დაჭერით ის შედარებით თხელ ნაჭრებად (ან ალყა-ალყა), რათა ყველა ბოსტნეული ერთდროულად მოიხარშოს და დაიბრაწოს.