კომბოსტო დავყოთ ყვავილედებად და ადუღებულ მარილიან წყალში 5 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. სტაფილო გავხეხოთ და მსხვილად დაჭრილ ხახვთან ერთად კარაქში მოვშუშოთ, დავუმატოთ ცოტა დაჭრილი მწვანილი. კუბიკებად დავჭრათ კარტოფილი. ფორმაში მოვათავსოთ ბოსტნეული, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა, დაჭრილი მწვანილი, გახეხილი ყველი და მოვასხათ მაიონეზი. ღუმელი გავახუროთ 220 გრადუსზე. ბოსტნეულს დავასხათ რძე და შევდგათ ღუმელში 20-25 წუთით, სანამ ზემოდან არ გაოქროსფრდება.