გავრეცხოთ სოკო და მწვანილი. დავჭრათ და წამოვადუღოთ სოკო. რომ ადუღდება გადავუწუროთ წყალი და დავტოვოთ საწურზე.დავჭრათ მწვანილები ავაწყოთ კერძი. ფენა-ფენა გადავიტანოთ ჯერ სოკო, მწვანილები, ტყემალი, ისევ სოკო, მწვანილები და ასე ბოლომდე, სანამ ინგრედიენტები არ დამთავრდება. მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოვასხათ 1ჭიქა თეთრი ღვინო და დავდგათ მოსახარშად. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 30-40 წთ. თუ გსურთ კერძი უფრო პიკანტური გამოვიდეს, ბოლო 5 წუთზე დაამატეთ ცოტაოდენი ნიორიც, თუმცა კლასიკური ჩაქაფულის არომატს ტარხუნა და ღვინო სრულად ქმნის.