ცომი მოვზილოთ შედარებით მყარი, სპეციალურად ისე, რომ გრილის დაფაზე კარგად დადგეს. ამოსვლის შემდეგ ერთხელ გადავზილოთ და გავაკეთოთ აჭარული ხაჭაპური. გულსართი: ყველი რამდენიც გინდათ, ხაჭაპური მოვათავსოთ აეროგრილში. ჩართეთ აეროგრილში 180° გრადუსზე, 10 წუთით. შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული და ტემპერატურა დავაყენოთ 210 გრადუსზე, 2-3 წუთით. რადგან აეროგრილში ჰაერი ზემოდან ძლიერად უბერავს, თუ შეატყვეთ, რომ ყველი ძალიან მალე იბრაწება, შეგიძლიათ ბოლო 2 წუთი, როცა კვერცხს დაამატებთ, ტემპერატურას დააკვირდეთ, რომ გული ზედმეტად არ გამოცხვეს.