გავატაროთ ხორცი ნიორთან ერთად , დავუმატოთ მარილი, პილპილი და კვერცხი. ( სურვილისამებრ შეგიძლიათ ხორცთან ერთად გაატაროთ ყაბაყი, ხახვი,სტაფილო, ბულგარული) მოვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში მარილიან წყალში. ცალკე ზეთში მაღალ ცეცხლზე რამოდენიმე წუთი ვშუშოთ სტაფილო და ბულგარული დაახლოებით 3-4 წუთი. დავუმატოთ პამიდვრის წვენი, როგორც კი ადუღდება წვენი დავუმატოთ გემოვნებით სვანური მარილი და დაჭყლეტილი ნიორი. ჩავუშვათ მოხარშული ბურთები და რამოდენიმე წუთში მზად არის მისართმევად. თუ გსურთ, რომ სოუსი კიდევ უფრო არომატული გამოვიდეს, ბოლოს შეგიძლიათ ცოტაოდენი ნედლი ქინძიც მოაყაროთ – სვანურ მარილთან ერთად საოცარ კომბინაციას ქმნის.